ჩვენ ვართ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია - „იდეების განვითარების ფონდი – თბილისი – კიევი“ (ZIDF თბილისი –კიევი), ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი პროექტი, რომელიც ე.წ. „საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური დახმარების“ პროექტია.

ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან:

- მეცნიერთა ჯგუფი (მეცნიერები, პროფესორები, ექიმები მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან).

- ტექნიკოსთა ჯგუფი (პროფესორები და ექიმები, სპეციალისტები სხვადასხვა ტექნიკურ სფეროში).

- ტვირთის ტრანსპორტირების სამსახური.

ჩვენი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, ის ფაქტი, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ჩართულია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას, მათი შემდგომი განვითარების, ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით, მცირე და საშუალო დონის გაფართოებით.

მოსახლეობის განსაკუთრებული მოთხოვნა, მხარდაჭერის შემთხვევაში, უნდა განვითარდეს:

1. მეცხოველეობა – ღორის, თხის, ცხვრის, კურდღლის, თევზის ან მეფრინველეობის მოშენება, სადაც მოსახლეობას მხოლოდ ფინანსური დახმარება სჭირდება.

2. მევენახეობა, მებაღეობა და მებოსტნეობა – ამ სექტორის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს:

    ა) ტექნოლოგიურ მხარდაჭერას: ტრაქტორი, სხვადასხვა მისაბმელი და შესაბამისი ტრანსპორტი.

    ბ) შესაბამისი მცენარეულისა და თესლის მარაგი.

    გ) წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

    დ) მაცივრის, სასაწყობო და საშრობი მეურნეობების წარმოება და მონტაჟი.

3. ტურიზმი – სამი ძირითადი მიმართულება:

    ა) ოჯახური ტიპის სასტუმროების რეაბილიტაცია.

    ბ) ხის ტურისტული კოტეჯების დამონტაჟება.

    გ) ტრანსპორტის შეძენა ტურისტული მომსახურებისთვის.

4. მეფუტკრეობა.

5. მცირე ბიზნესები: მაღაზიები, სალონები, კაფეები, თონეები.

6. ძველი საწარმოების განახლება.

7. ახალი საწარმოების შექმნა.

8. სოციალური პროექტები.

9. უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი (5 სართულიანი).

10. ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალთა თავშესაფარი.

ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას ფინანსური დახმარების მოზიდვაში და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ჩვენ ვეხმარებით მოსახლეობას სწავლაში, ტრენინგებისა და ლექციების ჩატარებით ყველა მიმართულებით.

ჩვენ გვსურს გამოვხატოთ მადლიერება ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლობისადმი: საელჩოებს, ორგანიზაციებს და გრანდიოზული პროექტის მქონე პირებს - “საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური დახმარების პროექტი" - პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.